ცნობილი ამერიკელი მომღერალი, ლენი კრავიცი, ტურნეს ფარგლებში საქართველოს ეწვევა. ის მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 31 მაისს წარდგება.
როგორც კონცერტის ორგანიზატორი აცხადებს, კრავიცი შეასრულებს სიმღერებს ბოლო ალბომიდან, ასევე ჰიტებს 30-წლიანი კარიერიდან.
მსმენელები ბილეთის შეძენას ხვალიდან შეძლებენ.