“მჭირდება ჩემს თურქ კოლეგასთან შეხვედრა იმის გასაგებად, თუ რას გულისხმობენ და რამდენად სერიოზულია მათი განცხადება“ – აშშ-ს თავდაცვის მინისტრი

იმის გასარკვევად, თუ რას გულისხმობდა თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, როცა თქვა, რომ შესაძლოა ინჯირლიკის ავიაბაზა დახუროს, აშშ-ს თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ის თურქ კოლეგას უნდა შეხვდეს.

“მჭირდება ჩემს თურქ კოლეგასთან შეხვედრა იმის გასაგებად, თუ რას გულისხმობენ და რამდენად სერიოზულია მათი განცხადება, “- განაცხადა მარკ ესპერმა.
ცნობისთვის, აშშ-სა და თურქეთს შორის ურთიერთობები წინა კვირას უფრო დაიძაბა. ამის მიზეზი ოსმალეთის იმპერიის მიერ სომეხთა მასობრივ მკვლელობას გენოციდად აღიარებს ბაქტი გახდა.