საქართველოში ახალი საბინაო პოლიტიკა განხორციელდება, სამხედროთათვის კი უპრეცედენტო შემოთავაზებებია

თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ბრიფინგზე განაცხადა, რომ ახალი საბინაო პოლიტიკის განხორციელება იწყება. სამხედრო ქალაქი მახათას მთაზე უნდა აშენდეს. სამხედრო მოსამსახურეები, ამ ტერიტორიაზე საცხოვრებლის შეძენას უპრეცედენტო შეღავათიანი პირობებით შეძლებენ.

„თუ მათ უწევდათ ღირებულების 60%-ის დაფარვა, ახალი პირობებით, 50%-იანი თანამონაწილეობის პრინციპი მოქმედებს. კერძო კომპანიის ნაცვლად მშენებლობას ჩვენი უწყების სამშენებლო კომპანია განახორციელებს, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს თვითღირებულებას. საცხოვრებელი ფართის კვადრატული მეტრის სავარაუდო ღირებულება დაახლოებით 200 დოლარი იქნება. შესაბამისად, სამხედროებს ერთ კვადრატულ მეტრში დაახლოებით 100 დოლარის გადახდა მოუწევთ“, – თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ცნობისთვის, სამხედროები ასევე შეძლებენ უპროცენტო შიდა განვადებით სარგებლობას.