ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ აღნიშნავს, რომ წელს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში 389 ჟურნალისტი მოხვდა. მათი განცხადებით, დაკავების მიზეზი მათივე პროფესიული საქმიანობა იყო.
ცნობისთვის, დაკავებულ რეპორტიორთა ორდენობამ, წინა წელთან შედარებით, 12%-ით მოიმატა.
ქვეყნების მიხედვით სამეულში შედიან ჩინეთი, ეგვიპტე და საუდის არაბეთი.
უნდა აღინიშნოს, რომ 2019 წლიდან დღემდე სულ 49 ჟურნალისტი მოკლეს. რეპორტიორები აცხადებენ, რომ ყველაზე საშიშ ქვეყნებში შედიან: მექსიკა, სირია, ავღანეთი, პაკისტანი და სომალი. ასევე, ამ წელს მძევლად აიყვანეს 57 ჟურნალისტი. მათი ადგილსამყოფელი კვლაც უცნობია.