პაკისტანის ყოფილ ლიდერს სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს

პაკისტანში, ქყვეყნის ყოფილ სამხედრო მმართველს, ფერვეზ მუშარაფს, სასამართლოზე სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს. მას ბრალად სახელმწიფოს ღალატი და კონსტიტუციის უხეში დარღვევა ედება.

„პერვეზ მუშარაფი დამნაშავედ იქნა ცნობილი პაკისტანის კონსტიტუციის დარღვევისა და ღალატის გამო”, – აცხადებს მთავრობის იურისტი, სალმან ნადემმი.
ცნობისთვის, მუშარაფი 1999 წელს სამხედრო გადატრიალების შედეგად სახელმწიფოს სათავეში მოვიდა, 2001-2008 წლებში კი ქვეყნის პრეზიდენტი იყო.