თბილისი ელჩების კომფერენციის მასპინძელი გახდება

თბილისი, 4 დღის განმავლობაში ელჩების კომფერენციას უმასპინძლებს. „ელჩების კონფერენცია 2019-საქართველო-ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა. საერთო ღირებულებების, უფლებებისა და თავისუფლებისთვის” – ასე ეწოდება ღონისძიებას.
ღონისძიებას საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით დალკალიანი, გახსნის. მონაწილეებს სიტყვით, ასევე, საქართველოს პრემიერი გიორგი გახარია და პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე მიმართავენ.

ღონისძიებაზე განიხილავენ ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ მიღწევებს 2019 წელს, საგარეო საქმეთა სამინისტროს განვლილი წლის საქმიანობას და წარადგენენ მომავალი წლის სამოქმედო გეგმას.