ერეკლე კუხიანიძემ ბოდიში მოიხადა

თბილისის საკრებულოს წევრმა, ერეკლე კუხიანიძემ, ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის შეურაცხყოფისთვის ტელეკომპანია „პირველის“ მეშვეობით ბოდიში მოიხადა. „ყველამ ყველას უნდა მოვუხადოთ ბოდიში და ავხსნათ, რატომ მოხდა ეს. მე გამოვთქვამ წუხილს იმის გამო, რომ ემოციებმა ჩემზე მოახდინა ზემოქმედება და მე დავწერე ის, რაც დავწერე. მაგრამ ეს შეცვლილია და ვფიქრობ, ბატონი ვაჟას და მისი ოჯახი არის მომართული პოზიტივზე, მომავალზე. უპირველეს ყოვლისა იმაზე, რომ ეს ადამიანი გამოხსნილი იყოს იქიდან და იმაზე, რომ ჩვენ ერთად მოვახერხოთ და ეს მძიმე სიტუაცია ქვეყანაში შევაცალოთ“, – განაცხადა საკრებულოს წევრმა.

მან განმარტა, რომ პროვოკაციული არა ვაჟა გაფრინდაშვილი, არამედ მისი ოჯახის წევრების განცხადებებია, რომლებიც აცხადებენ, რომ მთავრობის წევრები უმოქმედოები არიან.

ცნობისთვის, დარჩება თუ არა ერეკლე კუხიანიძე საკრებულოს დეპუტატი, ამ საკითხზე ხვალინდელ სხდომაზე ისაუბრებენ, განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარემ.