ობამა: ქალები არ არიან სრულყოფილები, მაგრამ ისინი უდაოდ სჯობნიან კაცებს

სინგაპურში მიმდინარე ლიდერობის კონფერენციაზე შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ აღნიშნა, რომ ქალები სრულყოფილები არ არიან, თუმცა ისინი უდაოდ სჯობნიან კაცებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

„თუ მსოფლიოს ყველა ქვეყანას სათავეში ქალები ჩაუდგებიან, ცხოვრების დონისა და ზოგადი მდგომარეობის გაუმჯობესება შესამჩნევი იქნება“, – აღნიშნა ობამამ.
აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ფიქრობს, რომ მსოფლიოში არსებული პრობლემების უმეტესი ნაწილი დაკავშირებულია ხანში შესულ კაცებთან, რომლებსაც აქვთ ძალაუფლება.
კონფერენციაზე ობამამ ისაუბრა პოლიტიკურ პოლარიზაციასა და ყალბი ამბების გასავრცელებლად სოციალური მედიის გამოყენებაზე.