თეა წულუკიანი: მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტის უფრო ყურადღებით მოსმენა ვისწავლოთ

იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტის უფრო ყურადღებით მოსმენა ვისწავლოთ და არ გადავაჭარბოთ ხოლმე უარყოფით შეფასებებში. თეა წულუკიანმა ინაუგურაციიდან ერთი წლის თავზე სალომე ზურაბიშვილს წარმატება, გამძლეობა თითოეული მოქალაქისთვის სასურველი გადაწყვეტილებების მიღება უსურვა.

იუსტიციის მინისტრის თქმით, პრეზიდენტს ამის რესურსი აქვს და საერთაშორისო ასპარეზზე მის მიერ ქვეყნის წარმომადგენლობა არის ყოველთვის საამაყო და მისასალმებელი.

შეგახსენებთ, რომ 10 დეკემბერს, პრეზიდენტის განცხადებას კრიტიკა მოჰყვა.
„ჩვენ არც ჯარი გვაქვს, არც იარაღი და არც გვექნება, არც ის დიდი ეკონომიკური პოტენციალი გვაქვს, რომ რეგიონი დავიპყროთ, მაგრამ ჩვენ გვაქვს ის ძლიერი იარაღი, რასაც ჰქვია ცოდნა, მეცნიერება, კულტურა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.