საშუალო თვიური ხელფასი 1217 ლარია – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სააგენტო აქვეყნებს ახალ მონაცემებს, რომლის მიხედვითაც 2019 წლის მესამე კვარტალში საშუალო თვიური ხელფასი 1 217 ლარს შეადგენს, რაც გასულ წელთან შედარებით 91,6 ლარით მეტია.


საქსტატი მონაცემით, მიმდინარე წლის მესამე კვარტალში ხელფასები გაიზარდა თითქმის ყველა სექტორში. საქმიანობების სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში:
• მშენებლობა — 2 008 ლარი (წლიური ზრდა — 16,4 პროცენტი);
• ინფორმაცია და კომუნიკაცია — 1 958 ლარი (წლიური ზრდა — 9,7 პროცენტი);
• პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები — 1 936 ლარი (წლიური ზრდა — 3,7 პროცენტი);
• საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა — 1 898 ლარი (წლიური ზრდა — 19,4 პროცენტი).