ოკუპანტებმა 94 წლის მოხუცი ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის გამო დააკავეს

კასპის მუნიციპალიტეტის, სოფელ ქვემო ჭალის 96 წლის მკვიდრი რუსმა სამხედროებმა ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის გამო დააკავეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ოკუპირებულ სოფელ წუნევში სასაფლაოზე მიმავალი გორა ღარიბაშვილი რუსმა სამხედროებმა აიყვანეს. ჯერჯერობით, ცნობილი არ არის იგი ახალგორში გადაიყვანეს თუ ცხინვალის მილიციაში. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ უწყებას საქართველოს მოქალაქის უკანონოდ დაკავების შესახებ ინფორმაცია აქვს. ჩართულია „ცხელი ხაზი“, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია აღნიშნულ ფაქტზე უკვე ინფორმირებულია.