დეპუტატ კუხიანიძის კაბინეტთან დაფა ჩამოხსნეს

პოლიტიკოსების ნაწილი, რომლებიც თბილისის საკრებულოსთან მივიდნენ და ითხოვენ, ქართული ოცნების დეპუტატმა, ერეკლე კუხიანიძემ მანდატი დატოვოს, შენობაში შეუშვეს.
მათ შეხვედრა საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემელაძესთან გამართეს.

ევროპული საქართველოს დეპუტატმა ელენე ხოშტარიამ საკრებულოს წევრის, ერეკლე კუხიანიძის კაბინეტის აბრა ჩამოხსნა, რის შემდეგაც “ღორი” და “ნაძირალა” მიაწერა.
საპროტესტო აქციის ორგანიზატორები არიან მოძრაობა “სირცხვილია”, შეცვალე” და ალეკო ელისაშვილის სამოქალაქო მოძრაობა.

საზოგადოების აღშფოთება ერეკლე კუხიანიძის მიერ 14 დეკემბერს გამოქვეყნებულმა პოსტმა გამოიწვია, სადაც ის შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენიებს ვაჟა გაფრინდაშვილსა და მის ოჯახს და მათ “პროვოკატორებს” უწოდებს.