U.S.News-მ მსოფლიოს ყველაზე ძლიერი ქვეყნების ნუსხა გამოაქვეყნა

ამერიკულმა ჟურნალმა U.S.News-მა მსოფლიოს ყველაზე ძლიერი ქვეყნების სია გამოაქვეყნა. პირველ ადგილს ამერიკის შეერთებული შტატები იკავებს, მეორე ადგილზე რუსეთია, ნუსხის სამეულში ჩინეთი შევიდა.

ნუსხის შედგენისას გათვალისწინებული იყო ისეტ კრიტერიუმები, როგორიც არის მშპ, მოსახლეობის რაოდენობა, მშპ ერთ სულ მოსახლეზე, მსოფლიოს მედიაში გამოჩენის სიხშირე, გლობალური ეკონომიკური მოდელების შექმნაში მონაწილეობა.
გთავაზობთ მსოფლიოს ყველაზე ძლიერი ქვეყნების ოცეულს: აშშ, რუსეთი, ჩინეთი, გერმანია, ბრიტანეთი, საფრანგეთი, იაპონია, ისრაელი, საუდის არაბეთი, სამხრეთ კორეა, არაბეთის გაერთიანებული საამიეროები, კანადა, ირანი, შვეიცარია, ავსტრალია, თურქეთი, ინდოეთი, იტალია და ერაყი.

ნაკლები გავლენის მქონე ქვეყნების ათეულში შედის ესტონეთი, ლატვია, სლოვენია, სლოვაკეთი, ლიეტუვა, ხორვატია, ურუგვაი, ბულგარეთი, კოსტა რიკა და უნგრეთი.