სუბარის პასუხი ბოკერიას

“ვინმეს რომ მისი (გიგა ბოკერიას) პოლიტიკური დევნა ჰქონოდა გადაწყვეტილი ეს გაცილებით ადრე მოხდებოდა და ადრე დაიწყებოდა ეს დევნა. მაგრამ ცხადია, რომ აქ ლაპარაკია არა პოლიტიკურ დევნაზე, არამედ სისხლის სამართლის საქმეზე, რომელზეც გამოძიებას ამ შემთხვევაში ვადებზე შეზღუდვა არ ჰქონია და გამოძიება ისე მიდიოდა, როგორც მას მიაჩნდა საჭიროდ და როგორ შესაძლებლობასაც საქმის მასალები იძლეოდა. საეჭვო აქ არაფერი არ არის”, – ამ განცხადებით გამოეხაურა სოზარ სუბარი ოპოზიციური პარტიის წევრებს, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ გენერალურ პროკურატურაში “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის გამოკითხვაზე დაბარება “პოლიტიკური ანგარიშსწორებაა”. 

შეგახსემენთ, რომ პარტია “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია პროკურატურაში დაიბარეს. საქმე ეხება საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის თანმადებობის პირთა მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების შესაძლო ფაქტზე მიმდინარე გამოძიებას.
ბოკერიამ უკვე განაცხადა, რომ პროკურატურაში მისვლას ის არ გეგმავს.