ქუთაისის შემოვლით გზაზე მოძრაობა შეიზღუდება

17 დეკემბერს, 00:00 სთ-დან 06:00 სთ-მდე ქუთაისის შემოვლით გზაზე მოძრაობა შეიზღუდება. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტი წერს.

დაგეგმილია საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ 255 მონაკვეთზე, ბეტონის დამგები მექანიზმის მდ. ჭიშურაზე არსებული ხიდიდან ბაღდათის კვანძზე გადატანა.  დროის აღნიშნულ პერიოდში, სატრანსპორტო ნაკადის მოძრაობა განხორციელდება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო აგზის კმ216 (ნახშირღელეს სატრანსპორტო კვანძი)-ქუთაისი-სამტრედიის და ქუთაისი-გეგუთი-საყულია-ბაში-იანეთის საავტომობილო გზების და ბაშის სატრანსპორტო კვანძის გავლით.