ტოპ 5 ყველაზე რელიგიური ჰოლივუდის ვარსკვლავი

ჰოლივუდის ვარსკვლავებს შორის არიან ქრისტიანები, იუდევლები, ბუდისტები და სხვა, თუმცა 5 მათგანი განსაკუთრებით რელიგიურია. გთავაზობთ მათ ჩამონათვალსა და ინტერვიუებს.

1) ორლანდო ბლუმი – ის 19 წლის ასაკში გახდა ბუდისტი. „ფილოსოფია, რომელიც მე მივიღე, არ გულისხმობს ხის ძირას ჯდომასა და ცაში ყურებას, ის მეხმარება სერიოზული გადაწყვეტილებების მიღებაში”.

2) ნატალი პორტმანი – ის არასდროს მალავდა რომ იყო იუდეველი და დიდ დროს უთმობს მას. მან აღნიშნა, რომ მისთვის მნიშვნელოვანია იუდეველ კაცს გაჰყვეს ცოლად.

3) ტომ კრუზი – ის საენტოლოგიის მიმდევარია. “შეგიძლია ერთდროულად ქრისტიანიც იყო და საენტოლოგიც, ამიტომ ამ რელიგიის გაგება ძალიან რთულია. მაგრამ ეს რელიგიაა, რადგან შენს სულიერებასთანაა კავშირში. ის გჩუქნის იმ ინსტრუმენტებს, რომელთა გამოყენება ცხოვრებაში შეგიძლია” – განაცხადა მან.

4) დენზელ ვაშინგტონი – ის ქრისტიანია და ყოველ დილას ბიბლიის კითხვით იწყებს. ცნობისთვის, დენზელი მღვდლის ოჯახში გაიზარდა.

5) ეშტონ კაჩერი – ის იუდეველია, კერძოდ კი კაბალას მიმდევარი. ცნობისთვის, მან ამ მიმდინარეობით საკუთარი მეუღლე, მილა კუნისიც დააინტერესა და ახლა ერთად ზრდიან ამ მოძღვრებით შვილს.

მსგავსი სტატიები