ერაყში, აქციის მსვლელობისას 16 წლის მოზარდი ლინჩის წესით მოკლეს

ერაყში, აქციის მსვლელობისას 16 წლის მოზარდი ლინჩის წესით გაასამართლეს. ინფორმაციას „ნიუ იორკ თაიმსი“ ავრცელებს. ირკვევა, რომ გარდაცვლილმა ჰაერში იარაღი ისროლა, რათა მომიტინგეები საკუთარი სახლის ეზოდან გაეყარა.
რაც ყველაზე ამაზრზენია, პოლიციელები მშვიდად უყურებდნენ თუ როგორ აჩეხეს მოზარდი და შემდეგ ყელი გამოჭრეს.
ერაყის ადამიანთა უფლებების უმაღლესმა კომისარმა ეს ფაქტი დაგმო და აღნიშნა, რომ, როგორც ჩანს, „საზოგადოებისთვის ძალადობა მისაღებია.“