ქრისტიანები, რომლებიც ღაზას სექტორში ცხოვრობენ, შობის დღესასწაულზე ვერ შეძლებენ იერუსალიმში გადასვლას

პალესტინასთან ისრაელის სამხედრო კავშირის წარმომადგენელმა თქვა, რომ ქრისტიანები, რომლებიც ღაზას სექტორში ცხოვრობენ, შობის დღესასწაულზე ვერ შეძლებენ იერუსალიმში გადასვლას.

ეს გადაწყვეტილება „უსაფრთხოების ზომების“ დასაცავად მიიღეს.
ცნობისთვის, ღაზას სექტორზე სულ მცირე 1000 ქრისტიანი ცხოვრობს. წინა წელს კი იერუსალიმში 700 ღაზას სექტორის მაცხოვრებელი შევიდა.

„თუ ქრისტიანებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან შეუძლიათ ბეთლემში ჩასვლა, მაშინ ამის უფლება ღაზას სექტორში ქრისტიანებსაც უნდა ჰქონდეთ“ – განაცხადეს იერუსალიმის ქრისტიანმა სასულიერო ლიდერებმა.