ინდოეთში აქციისას 2 ადამიანი გარდაიცვალა 15 დაიჭრა

ინდოეთში, სადაც მასშტაბური აქციები მიმდინარეობს, ხელისუფლებამ ჯარი გადაისროლა და ინტერნეტი გათიშა. როგორც ადგილობრივი მედია იტყობინება გარდაიცვალა 2 ადამიანი, ხოლო 15 დაიჭრა. გარდაცვლილებს ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა აღენიშნებათ.

ცნობისთვის, აქცია პარლამენტის მიერ მიღებულ კანონპროექტს მოყვა. კანონპროექტის მიხედვით, მიგრანტებს ავღანეთიდან, ბანგლადეშიდან და პაკისტანიდან მოქალაქეობა მიენიჭებათ იმ შემთხვევაში, თუ ისინი მუსლიმები არ არიან.