რუსეთში „ისლამური სახელმწიფოს“ 5 წევრი დააკავეს

რუსეთის დედაქალაქში „ისლამური სახელმწიფოს“ 5 წევრი დააკავეს. ისინი, როგორც ირკვევა, ტეროტისტულ აქტს გეგმავდნენ. ეს ინფორმაცია „ეფესბეზე“ დაყრდნობით გასაჯაროვდა. ცნობისთვის, დაკავებულთაგან 2 რუსეთის მოქალაქეა.

ჩხრეკის დროს სამართალდამცავებმა კალაშნიკოვის ტიპის იარაღი, მაკაროვის პისტოლეტი სხვადასხვა საბრძოლო მასალებთან და იმპროვიზირებულ ასაფეთქებელ მოწყობილებებთან ერთად ამოიღეს.
ამჟამად მიმდინარეობს გამოძიება.