დეპუტატები, რომლებიც გუშინ პარლამენტში ცუდად გახდნენ, დღესაც შეუძლოდ არიან

პარლამენტის პლენარულ დარბაზში გუშინ დასხმული ქიმიური ნივთიერების გამო რამდენიმე დეპუტატი დღესაც ცუდად გრძნობს თავს.

პლენარული სხდომა ამ მიზეზით დღეს არ გაგრძელდა.
„12 დეკემბერს საქართველოს პარლამენტის სხდომათა დარბაზში ჯერჯერობით დაუდგენელი ქიმიური ნივთიერების გამოყენების შემდეგ პლენარული სხდომის მიმდინარეობისას დღესაც შეუძლოდ გახდა რამდენიმე ადამიანი, რის გამოც სხდომის გაგრძელება დღის მეორე ნახევარში აღარ მოხდება. ამავე მიზეზით გადაიდო ,,მინისტრის საათის” ჩატარება. სასესიო დარბაზი დამატებით დამუშავდება სხდომების განახლებამდე“, – აცხადებენ პარლამენტში.