„ჩვენ „ბრექსითს“ 31 იანვარს განვახორციელებთ“ – ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი

ბორის ჯონსონი, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ 31 იანვარს ბრიტანეთი ევროკავშირს დატოვებს.

„ჩვენ „ბრექსითს“ 31 იანვარს განვახორციელებთ, არანაირი “თუ”, არანაირი “მაგრამ”, არანაირი “შეიძლება!“ – აცხადებს ბორის ჯონსონი.
ბორის ჯონსონმა დასძინა, რომ ის დღე და ღამე იმუშავებს, რათა მოსახლეობის იმედები გაამართლოს.

„ეს ჩემი მისია იქნება, რომელზეც დღე და ღამე ვიმუშავებ, რომ დავამტკიცო, თქვენ მართლები იყავით, როცა მხარი დამიჭირეთ“, – აცხადებს ჯონსონი.

ევროკოვაშირის დატოვების შემდეგ, ბრიტანეთს საშუალება მიეცემა „დაიბრუნოს კონტროლი საკუთარ კანონმდებლობაზე, საკუთარ საზღვრებზე, ფულზე, ვაჭრობაზე, საიმიგრაციო სისტემაზე“. – ბორის ჯონსონი.