„რიყის დოქების“ 1 ლარად გასაღებით ინვესტორები არ დაინტერესდნენ

თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რომ „რიყიდ დოქების“ სიმბოლურად, 1 ლარად გაყიდვასთან დაკავშირებით ინვესტორებს ესაუბრა, თუმცა ისინი ამ შემოთავაზებით არ დაინტერესდნენ. შეთავაზება მოიცავდა პროექტის დასრულებას.

ბუნებრივია, ნაცბანდელების მიერ გამოუსადეგარი, ფურთხით ნაშენები „დოქები“ ყველასთვის, ვინც შეისყიდის, ტვირთად იქცევა. გაქცეულ პრეზიდენტს ჰობად ჰქონდა უაზრო და უფორმო ნაგებობების შენება და არც გაწელილი „დოქები“ ჩამორჩება მათ.
„როდესაც ნახეს, თუ რა ხარჯებთან იყო დაკავშირებული, ყველამ უარი განაცხადა. სამუშაოების დასრულებას, დაახლოებით, 18-20 მილიონი სჭირდება. შესაბამისად, ასეთი პროექტების განხორციელება ბიზნესისთვის რთულია. რასაც გარედან ვხედავთ, შიგნით არის დაუმთავრებელი ოთხსართულიანი შენობა. იქ ძალიან დიდი სიბინძურეა, შესაბამისად, ამას ერთიანი მიდგომა სჭირდება, რაც საკმაოდ დიდ თანხებთან არის დაკავშირებული“, – განაცხადა თბილისის მერმა.

ცნობისთვის, ნაგებობა, რომლის მშენებლობაც 2012 წელს დასრულდა, უფუნქციოა და მასზე 75 მლნ ლარი დაიხარჯა.