მდინარაძე: მაჟორიტარ დეპუტატებთან, გარკვეული პირობით, შეთანხმდით

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, მმართველ გუნდში შეთანხმება შედგა. საუბარია დიმიტრი ხუნდაძესა და მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის სხვა მომხრეებზე, რამაც მმართველ გუნდში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია.

როგორც მდინარაძემ განაცხადა, რომ მაჟორიტარები უკან გაიწვევენ თავიანთ წინადადებას 2024 წელს არჩევნების სრულად მაჟორიტარული სისტემით ჩატარების ინიციატავასთან დაკავშირებით, რის სანაცვლოდ უნდა შემუშავდეს ისეთი საკონტიტუციო ცვლილება, რომლის თანახმად, 2024 წლამდე ნებისმიერი შესაძლო რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები კვლავ შერეული სისტემით ჩატარდება და ასეთ პირობებში არჩეული პარლამენტის უფლებამოსილება გაგრძელდება მხოლოდ 2024 წლამდე.

უმრავლესობის მხრიდან გაზიარებული იყო მაჟორიტარი დეპუტატების მოსაზრება, რომ 2020 წლის არჩევნებიდან 2024 წლამდე მუდმივად იქნება საუბარი, რომ უნდა გაიმართოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით, რაც მუდმივი არასტაბილურობის განცდას გააჩენს, ეს პროცესი შექმნის ნიადაგს და ცდუნებას პოლიტიკური კრიზისების ხელოვნურად გამოწვევისთვის. საუბარია 2020 წლის შემდეგ პერიოდზე.