თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მევლუთ ჩავუშოღლუ, სომეხთა გენოციდის აღიარებას პოლიტიკურ შოუს უწოდებს.
„ისინი, ვინც ისტორიას პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებენ არიან ლაჩრები, რომელთაც არ სურთ სიმართლეს თვალი გაუსწორონ. ეს არის ერთ-ერთი სამარცხვინო მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება მოხდეს ისტორიის გაპოლიტიზირება“ – აცხადებს მევლუთ ჩავუშოღლუ.