აშშ-სა და საქართველოს პარტნიორობის 25 წლისთავი

აშშ–თან ძლიერ და მდგრად სტრატეგიულ პარტნიორობას უდიდეს მნიშვნელობას ვანიჭებთ, რადგან ჩვენ ვაძლიერებთ დემოკრატიას, ვანითარებთ ჩვენს თავდაცვის ძალებს და მივიწევთ წინ ნატოში ინტეგრაციის გზაზე, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოსა და აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნულ გვარდიასთან პარტნიორობის 25 წლისთავის საიუბილეო ღონისძიებაზე განაცხადა, რომელიც თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში” აღინიშნა.

“რამდენიმე კვირის წინ განვაახლეთ უმნიშვნელოვანესი შეთანხმება „უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის ჩარჩო-ხელშეკრულება 2019-2022“, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს საერთო ღირებულებებზე დაფუძნებულ პარტნიორობას, როგორიცაა დემოკრატიული პრინციპების რწმენა, კანონის უზენაესობა და თითოეული მოქალაქის უფლებები“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ღონისძიებას აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეთ რუდი, საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის, აშშ-ის ევროპული სარდლობის, აშშ–ის საელჩოს თავდაცვის თანამშრომლობის ოფისის წარმომადგენლებიც დაესწრნენ.