ახალციხეში მამაკაცმა წითელ წიგნში შესული მურა დათვის ბელი მოკლა

ახალციხეში, სოფელ ტყემლანას ტერიტორიაზე, მამაკაცმა გაუფორმებელი იარაღით წითელ წიგნში შესული მურა დათვის ბელი მოკლა. მისი წონა 30 კგ იყო.

“ის იარაღითა და ნანადირევით გაქცევას შეეცადა, მაგრამ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მიმალვის საშუალება არ მისცეს. სამართალდამრღვევმა ჩადენილი დანაშაული აღიარა. ვინაიდან აღნიშნული სამართალდარღვევა სისხლის სამართლის ნიშნებს შეიცავს, მასალები, შემდეგი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ახალციხის რაიონულ სამმართველოში გადაიგზავნა” – აცხადებენ გარემოს დამცველები.