სუამ-ის წევრი სახელმწიფოების ლიდერების შეხვედრისას ვლადიმერ ზელენსი და გიორგი გახარია ერთმანეთს შეხვდნენ. ამ ინფორმაციას პრემირ-მინისტრის პრესსამსახური ასაჯაროვებს.
ვლადიმერ ზელენსკიმ ქვეყნის ლიდერები პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მიიღო.
„ხვალ კი, უკრაინაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, პრეზიდენტ ზელენსკისა და პრემიერ-მინისტრ გახარიას შორის პირისპირ შეხვედრა გაიმართება.
საქართველოს მთავრობის მეთაური ასევე შეხვდება უკრაინის პრემიერ-მინისტრ ალექსი გონჩარუკს და უმაღლესი რადას თავმჯდომარე დმიტრო რაზუმკოვს“, – ნათქვამია პრესსამსახურის ინფორმაციაში.