საქმე სსკ-ს 117-ე მუხლით მიმდინარეობს – შსს პარლამენტის ინციდენტზე

პარლამენტში გაურკვეველი ქიმიური ნივთიერების დასხმის ფაქტზე, ამჟამად, გამოძიება მიმდინარეობს.

შსს-ს ინფორმაციით, საქმე სსკ-ს 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

შეგახსენებთ, ოპოზიციურმა მუწუკებმა, პარლამენტში გაურკვეველი ნივთირება დაასხეს. ამ ფაქტთან დაკავშირებით კი ადგილზე ექსპერტ-კრიმინალები მივიდნენ. მათ უნდა დაადგინონ ის, თუ უშუალოდ რა ნივთიერებაა დაღვრილი, რამაც 4 დეპუტატის დაშავება გამოიწვია.