გაურკვეველი ნივთიერების დასხმის შედეგად 4 ადამიანი, მათ შორის ენძელა მაჭავარიანი შეუძლოდ გახდა

პარლამენტში გაურკვეველი ნივთიერების დასხმის შემდეგ 4 ადამიანი გახდა ცუდად. მათ შორის უმრავლესობის წარმომადგენელი ენძელა მაჭავარიანი იყო. დაშავებულებს აღენიშნებათ სურნთქვის გართულება, ერთ-ერთს კი სპეციალური სასუნთქი აპარატის გამოყენება დასჭირდა.
ცნობისთვის, დაახლოებით 1 საათის წინ პარლამენტში სასწრაფო დახმარების ბრიგადა მივიდა.