მცდელობის მიუხედავად სხდომა აუცილებლად გაგრძელდება – მამუკა მდინარაძე

უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ მიუხედავად მცდელობისა, რომ სხდომა ჩაშლილიყო, ექპერტიზის შედეგების შემდეგ სხდომა აუცილებლად გაგრძელდება.

ცნობისთვის, რამდენიმე წუთის წინ, ოპოზიციის წარმომადგენლებმა გაურკვეველი ქიმიური ნივთიერება პარლამენტის სხდომათა დარბაზში დაასხეს, რამაც შემაწუხებელი სუნი გამოიწვია, როგორც ჩანს, ამით ცდილობდნენ საკუთარი სულიერება გამოეხატათ.

„ფაქტია, ორმა ქალმა დეპუტატმა დადგა რაღაც პერფორმანსი, რაღაც დაასხეს. კრიმინალს ვერ ჩაიდენდნენ, მთლად ამდენს ვერ დავაბრალებ, მაგრამ ფაქტია, რომ ამ გზით სხდომის ჩაშლა მოინდომეს. ბავშვები ამას არ იკადრებენ, არც ერთ ბავშვის თავში ასეთი სისულელე არ მოვა“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ცნობისთვის, ექსპერტიზის პასუხების შემდეგ, დაუსჯელი არავინ დარჩება.