ეკა ბესელიამ და ბექა ნაცვლიშვილმა სხდომათა დარბაზი დატოვეს

პროტესტის ნიშნად ეკა ბესელიამ და ბექა ნაცვლიშვილმა პლენარული სხდომა დატოვეს.
ცნობისთვის, ბესელიამ მანამდე განაცხადა, რომ სხდომა რეგლამენტის დარღვევით მიმდინარეობდა და პარლამენტის თავმჯდომარეს მოსამართლეობის კანდიდატების კენჭისყრის საკითხის დღის წესრიგიდან ამოღება სთხოვა. კენჭისყრის შედეგად დეპუტატთა უმრავლესობამ გადაწყვიტა, რომ კენჭისყრა დღის წესრიგში დარჩენილიყო. ბესელიამ ამის შემდეგ დარბაზი დატოვა.
დარბაზის დატოვების წინ კი, ბექა ნაცვლიშვილმა განაცხადა, რომ „მოსამართლეობის კანდიდატებმა იურიდიულ კომიტეტზე „ნაციონალური მოძრაობის” რეჟიმის და მათზე პოლიტიკური ზეწოლის შეფასება არ მოისურვეს“.