პარლამენეტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 20 კანდიდატს უყარა კენჭი, საიდანაც რეკომენდაცია 14 კანდიდატს გაუწია. კენჭისყრა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი შემდეგ კანდიდატებს დაუჭირა: მერაბ გაბინაშვილი – 7 ხმა, მირანდა ერემაძე – 6 ხმა, მამუკა ვასაძე – 7 ხმა, მაია ვაჩაძე – 7 ხმა, თამარ ზამბახიძე – 8 ხმა, შალვა თადუმაძე – 8 ხმა, ვლადიმერ კაკაბაძე – 6 ხმა, ლევან მიქაბერიძე – 6 ხმა, გიორგი მიქაუტაძე – 8 ხმა, ნუგზარ სხირტლაძე – 6 ხმა, ლალი ფაფიაშვილი – 7 ხმა, ნინო ქადაგიძე – 7 ხმა, ქეთევან ცინცაძე – 6 ხმა, ალექსანდრე წულაძე – 6 ხმა.
კომიტეტმა ჩააგდო და რეკომენდაცია არ გაუწია უვადო მოსამართლეობის შემდეგ კანდიდატებს: თამარ ალანია – 1 ხმა, გოჩა ჯეირანაშვილი – 1 ხმა, ლაშა ქოჩიაშვილი – 1 ხმა, ზაზა თავაძე – 0 ხმა, შოთა გეწაძე – 1, პაატა სილაგაძე – 2 ხმა.
პარალელურად პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა.