იურიდიული კომიტეტის დარბაზიდან მანდატურებმა ჟურნალისტებს ძალის გამოყენებით დაატოვებინეს

მანდატურები ჟურნალისტებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომის დარბაზის დატოვებას აიძულეს.
ოხანაშვილმა სხდომაზე ტექნიკური შესვენება გამოაცხადა და ჟურნალისტების გაყვანა მოითხოვდა. ამის შემდეგ მანდატურებმა მედიის წარმომადგენლები ძალის გამოყენებით გაიყვანდნენ.
მას შემდეგ რაც ჟურნალისტებმა მანდატურების მხრიდან ძალადობაზე მიუთითეს, მათთან დეპუტატი სოფო კილაძე მივიდა და მედიის წარმომადგენლები ისევ დარბაზში დააბრუნა.