ეკა ბესელია ანრი ოხანაშვილს მოსამართლეობის კანდიდატების კენჭისყრის პროცედურის დაწყების საშუალებას არ აძლევს

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს ანრი ოხანაშვილს დეპუტატები ეკა ბესელია და თინა ბოკუჩავა დაუპირისპირდნენ.
იმის გამო, რომ კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი, მოთხოვნის მიუხედავად, აპირებდა საკითხის განხილვას, ბესელიამ მის გვერდით დაჯდა. ოხანაშვილი იძულებული გახდა, რომ სხდომაზე ტექნიკური შესვენება გამოეცხადებინა.
მცირე ინციდენტის შემდეგ, ოხანაშვილმა იურიდიული კომიტეტზე 5-წუთიანი ტექნიკური შესვენება გამოაცხადა.