პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების კენჭისყრა იმართება

პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების კენჭისყრა გაიმართება.
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების კენჭისყრა დილიდან ჯერ იურიდიულ საკითხთა კომიტეტში, შემდეგ პლენარულ სხდომაზე გაიმართება. თითოეულ კანდიდატს უზენაეს სასამართლოში განწესებისთვის 76 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ოცივე კანდიდატს საშემოდგომო სესიაზე მოუსმინა.
გასაუბრების შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ზაზა თავაძემ საკუთარი კანდიდატურა მოხსნა. შესაბამისად, პარლამენტს გადაწყვეტილების მიღება მოუწევს 19 კანდიდატზე, თუმცა კენჭს ზაზა თავაძესაც უყრიან.