ფრინველთცვენა ბრიტანეთში

გასულ დღეს, გაერთიანებულ სამეფოში, ჩრდილოეთ უელსის რეგიონში ასობით დახოცილი ფრინველი იპოვეს. მეცნიერები ანომალიის მიზეზებს იკვლევენ.
თვითმხილველთა თქმით, ისინი უეცრად ჩამოცვივდნენ მიწაზე, მიზეზის დასადგენად რამდენიმე ფრინველი კვლევით ლაბორატორიაში მოათავსეს.
როგორც ადგილობრივები ყვებიან, ერთი დღით ადრე ფრინველები ჩვეული რაოდენობით დაფრინავდნენ და არაფერი ეტყობოდათ, რომ მეორე დღეს ასეთი რამ დაემართებოდათ.