ნიგერიულმა ვენდეტა და 70 გარდაცვლილი

შეიარაღებული თავდასხმის დროს ნიგერიაში 70-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლე შეეწირა. შემთხვევა მალის საზღვართან ახლოს არსებულ სამხედრო ბაზაზე მოხდა.
საინფორმაციო სააგენტო “როიტერსის” ცნობით, თავდასხმამდე რამდენიმე დღით ადრე ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. მსგავსი შეზღუდვა აფრიკულ ქვეყნებში ორი წლის განმავლობაში პერიოდულად ხდება, რასაც ქვეყანაში მოქმედ შეიარაღებულ დაჯგუფებებთან აკავშირებენ და რომლებსაც ნიგერიის უსაფრთხოების ძალები წლებია ებრძვის.
მიუხედავად იმისა, რომ მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერ არც ერთ რადიკალურ მოძრაობას არ აუღია. თუმცა აღნიშნულ რეგიონში ტერორისტული დაჯგუფება „ბოკო ჰარამი“ თავდასხმებს საკმაოდ ხშირად ახორციელებს.