ახალ ზელანდიაში ვულკანის ამოფრქვევას 5 ადამიანი ემსხვერპლა

ახალ ზელანდიაში ვულკანი ამოიფრქვა. ვარაუდობენ, რომ სულ ცოტა 5 ადამიანი უნდა დაღუპულიყო. ვულკანის ამოფრქვევისას კუნძულზე დაახლოებით 50 ადამიანი უნდა ყოფილიყო. 23 ადამიანი ევაკუირებულია და მათ დამწვრობა აღენიშნებათ.
ახალი ზელანდიის პოლიცია აღნიშნავს, რომ ყველა ადამიანი, რომელთა გადარჩენაც შესაძლებელი იყო ევაკუირებულია.

„ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, აღარავინ იქნება ცოცხალი ამჟამად კუნძულზე“ – აცხადებენ პოლიციაში.
გაჟღერებული ინფორმაციით, ვულკანის ამოფრქვევისას ტურისტები კრატერთან იმყოფებოდნენ.