ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე გახდა

პარლამენტმა ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარედ დიმიტრი ხუნდაძე დაამტკიცა. გადაწყვეტილებას სხდომაზე 80-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.
შეგახსენებთ, აკაკი ზოიძემ ეს თანამდებობა რამდენიმე დღის წინ დატოვა.
ცნობისთვის, ხუნდაძე არჩევნების პროპორციულ სისტემაზე გადასვლის კატეგორიული წინააღმდეგი იყო.