რუსთავში მშენებლობიდან გადმოვარდნილი მუშების მდგომარეობა მძიმეა

რუსთავში მშენებლობიდან ორი მუშა გადმოვარდა და დაშავდა. როგორც სასწრაფო დახმარების ცენტრში აცხადებენ, დაშავებულები სხვადასხვა სახის მოტეხილობებით რუსთავის ცენტრალურ კლინიკაში გადაიყვანეს.
ერთ-ერთი მათგანი მართვით სუნთქვაზეა გადაყვანილი, მეორეს მდგომარეობა კი შედარებით სტაბილურია.
“სასწრაფო დამხარების ეკიპაჟმა ორი მამაკაცი შემოიყვანა ტრამვის შედეგად მიღებული დაზიანებებით, ერთის მდგომარეობა უფრო სერიოზულია მეორესთან შედარებით, ამჟამად არის აპარატულ სუნთქვაზე გადაყვანილი, მინდინარეობს გამოკვლევები შინაგანი ორგანოების დაზიანებების გამორიცხვის მიზნით. მეორე პაციენტის მდგომარეობა დასტაბილურებულია და რჩება დაკვირვების ქვეშ”, – განაცხადა დავით გოგოძემ.