მიკროავტობუსების შემოსვლა ტარიფის ზრდას არ გამოიწვევს – კახა კალაძე

კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ მოლაპარაკებების შედეგად მიღწეულია ის, რომ ახალი მიკროავტობუსების შემოსვლა ტარიფის ზრდას არ გამოიწვევს.
მერმა ასევე აღნიშნა, რომ მოლაპრაკებები საკმაოდ რთულად მიმდინარეობდა და მასში ჩართულობისთვის ვიცე-მერს მადლობა გადაუხადა.
„დაწყებული გვაქვს საზოგადოებრივი ტრანსპორტის ჩანაცვლება, მოწესრიგება და ორი კვირის წინ მივადექით საკმაოდ მნიშვნელოვან და სენსიტიურ თემას, ეს არის მიკროავტობუსების ჩანაცვლების საკითხი, რომელიც დაევალა თბილისის ვიცე-მერს“,- განაცხადა მერმა.
ცნობისთვის, ტრანსპორტის ჩანაცვლება მომავალი წლიდან დაიწყება.