„ახალი პაპის“ მესამე ტრეილერი გამოქვეყნდა

რამდენიმე საათის წინ, HBO-ს ახალი სერიალის, „ახალი პაპის“ მესამე ტრეილერი გამოქვეყნდა. ის 2016 წელს გამოსული „ახალგაზრდა პაპის“ გაგრძელებას წარმოადგენს, ახალი სერიების HBO-ზე დადება კი 2020 წლის 13 იანვარსაა დაგეგმილი.
„ახალი პაპის“ სერიალის მთავარი გმირი რომის პაპი იოანე პავლე მესამია, რომლის როლსაც ფილმში ჯონ მალკოვიჩი ასრულებს, ის რომის პაპად მაშინ დაინიშნა, როდესაც პიუს მეცამეტე, კათოლიკური ეკლესიის მეთაური, კომაში იყო. პიუს მეცამეტის როლს ჯუდ ლოუ შეასრულებს.
ფილმი მოულოდნელობებით აღსავსეა, მასში არაერთი ახალი პერსონაჟი იჩენს თავს.