დაშბაშის კანიონზე უნიკალური მინის ხიდის მოწყობა სამუშაოები მიმდინარეობს

ალგეთის ეროვნული პარკის ბუნების ძეგლზე – დაშბაშის კანიონზე ეკოტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, პროექტის მიხედვით, კანიონზე უნიკალური მინის ხიდის მოწყობა იგეგმება. ხიდზე ინფორმაცია ვებგვერდმა vesty.co.il-მა განათავსა და პროექტის ამსახველი ფოტო-მასალაც დაურთო.
ინვესტორი კომპანია „კასს ლენდის“ დამფუძნებელი ხანოხ კასის თქმით „ვგეგმავთ უნიკალურ პროექტს. ეს იქნება შუშის ხიდი, რომელშიც მოთავსებული იქნება ბარი. ამასთან, იქნება ზიპლაინი, რესტორანი, სასტუმრო. მოეწყობა სივრცე მუსიკალური ფესტივალისთვის, სადაც 100 ათასამდე ადამიანის დასწრება იქნება შესაძლებელი. პროექტით დაინტერესებულია მსოფლიო მედია, მათ შორის CNN,“.