2020 წლის ბიუჯეტი დაამტკიცებულია

83 მომხრე, 1 წინააღმდეგი — 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა. მომავალი წლის ბიუჯეტი 14 432 900 000 ლარია. აქედან საბიუჯეტო სახსრები შეადგენს 13 203,7 მლნ ლარს, გრანტები — 46,9 მლნ ლარს, ხოლო კრედიტები — 1 182,3 მლნ ლარს.
2020 წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვარიანტის თანახმად, მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდის პროგნოზი 2020 წლისთვის 4.5%-ით განისაზღვრა, რაც ბიუჯეტის პროექტის თავდაპირველ ვარიანტში არსებულ 5 %-იან მაჩვენებელს 0.5%-ით ჩამორჩება. ამასთან, 2020 წლის ნომინალური მშპ-ს მოცულობა 53.1 მლრდ ლარს შეადგენს.
მომავალი წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია პენსიების ზრდა და ასევე ხელფასების გაზრდა პოლიციელებისთვის, სახანძრო-სამაშველო სამსახურების თანამშრომლებისთვის, ჯარისკაცებისთვის, პირველადი ჯანდაცვის პერსონალისა და საბავშვო ბაღების პერსონალისთვის.
ბიუჯეტში გარზდილია ხარჯები ინფრასტრუქტურაზე, მათ შორის რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტი 2 მილიარდ 070 მილიონ ლარს შეადგენს.
ბიუჯეტში თავდაპირველად ეკონომიკური ზრდის ხუთპროცენტიანი მაჩვენებელი ჩაიდო, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეკომენდაციით, 4.5 პროცენტამდე შემცირდა.