ლარის გამყარება გამოიწვია კოორდინირებულმა და მიზანმიმართულმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ – ნათია თურნავა

ნათია თურნავამ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ლარის გამყარება გამოიწვია მათმა კოორდინირებულმა და მიზანმიმართულმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ.
მინისტრის განცხადებით, ლარის გამყარება გაგრძელდება. დღევანდელი მონაცემებით ერთი დოლარის ღირებულება 2.88 ლარია, რაც ბოლო პერიოდის განმავლობაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.
„ეს არის ჩვენი კოორდინირებული, მიზანმიმართული ეკონომიკური პოლიტიკის შედეგი, რომელშიც, რა თქმა უნდა, ეროვნული ბანკიც თავის მნიშვნელოვან სიტყვას ამბობს. ჩვენ, ერთი მხრივ, ყველანაირად ვცდილობთ, რომ შევაკავოთ ინფლაცია და ამას ვაკეთებთ წარმატებით, რასაც მალე იგრძნობს მოსახლეობა, მეორე მხრივ, იმისთვის, რომ არ შეფერხდეს ეკონომიკური ზრდა, ვაჩქარებთ პრივატიზაციას, წიაღისეულის ლიცენზირებას და სხვადასხვა ხერხით ხელს ვუწყობთ ექსპორტისა და ტურიზმის განვითარებას. სწორედ ამას ვხედავთ ახლა – ეკონომიკური ზრდა კვლავაც მაღალია, ინფლაციას შევზღუდავთ, ლარი მყარდება“, – აღნიშნავს ნათია თურნავა.