აფხაზეთში, ე.წ. პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი დააკავეს

აფხაზეთში, ე.წ. პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი, არტურ ანქვაბი, დააკავეს. მას ბრალი ერთ-ერთი ბიზნესმენის გატაცებაში ედება. მისი გატაცების საქმეზე კიდევ რამდენიმე პირი დააკავეს.
ცნობისთვის, ანქვაბი 2011-15 წლებში აფხაზეთის ე.წ შს სამინისტროს მილიციის სკოლას ხელმძღვანელობდა. 2016 წელს კი იგი ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებისა და იარაღის ტარების ბრალდებით გაასამართლეს. ის 2018 წელსვე გაათავისუფლეს, 2019 წელს კი ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში იყრიდა კენჭს.