უკრაინის პრეზიდენტი მოსკოვთან ურთიერთობების მოგვარებას „ჰოპ, ჰოპით“ აპირებდა

„ნორმანდიული ოთხეული“ სამიტის დასრულების შემდეგ ვლადიმერ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ის სწრაფი ადამიანია და მოლაპარაკებებსაც „ჰოპ, ჰოპით“ დასრულებას ელოდა.
„ძნელია მოლაპარაკება, მაგრამ იყო მომენტები, როდესაც რაღაცაზე შევთანხმდით ზოგიერთ საკითხში. ის დეტალურად განიხილავს ყველა საკითხს და ჩვენ გვიწევს ყველა სიტყვის რეგულირება. ესეც რთულია. მე უფრო სწრაფი ადამიანი ვარ. ვფიქრობდი, ჰოპ, ჰოპ და მოვილაპარაკებთ, მაგრამ არა. სხვაგვარად მოხდა. „ბევრი საკითხი წამოიჭრა. ჩემმა კოლეგებმა მითხრეს, რომ პირველი შეხვედრისთვის ძალიან კარგი რეზულტატი გვქონდა. ჩემთვის, სიმართლე გითხრათ, ეს ცოტაა. მეტად მინდოდა პრობლემის გადაჭრა. მთავარია, რომ ვისაუბრეთ, რადგან თუ ვსაუბრობთ, ეს ნიშნავს, რომ კონფლიქტი გაყინული არ არის“ – აცხადებს ზელენსკი.