საქართველოს ინდუსტრიული ჩამორჩენა საშუალებაა უკეთესი განვითარებისა – ბიძინა ივანიშვილი

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი ჟურნალისტებთან საუბრისას აცხადებს, რომ უახლოეს 7-10 წელში უნდა მოხერხდეს არსებული ავტომობილების 70-80%-ის ელექტროძრავიანებით შეცვლა.
ივანიშვილი აცხადებს, რომ საქართველოს ინდუსტრიული ჩამორჩენა საშუალებაა უკეთესი განვითარებისა.
“აქვე უნდა ავღნიშნო, რომ როგორც იტყვიან „ზოგი ჭირი მარგებელიაო“ და საქართველოს ჩამორჩენა ინდუსტრიული განვითარების კუთხით, საშუალებას გვაძლევს განვითარებულ ქვეყნებთან შედარებით ბევრად მარტივად მოვახერხოთ ეკოლოგიაზე ორიენტირებულ ინდუსტრიაზე გადასვლა. მრეწველობა უნდა შეიქმნას და განვითარდეს ჩვენ ქვეყანაში, მაგრამ მხოლოდ თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით. უახლოეს 7-10 წელიწადში უნდა შევძლოთ და ქვეყანაში არსებული მანქანების 70-80% ელექტროძრავიანი უნდა იყოს” – აცხადებს ივანიშვილი.