ადამიანის უფლებათა დაცვის დღე მწერალთა სახლში

ევროკავშირი, გაერო და საქართველოს სახალხო დამცველი დღეიდან ადამიანის უფლებათა კვირეულს იწყებენ.
ადამიანის უფლებათა კვირეულის გახსნის ღონისძიება თბილისში, რუსთაველის გამზირზე, მეტროსადგურ „რუსთაველის“ მიმდებარე ტერიტორიაზე 11:00 საათზე გაიმართება.
ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა დაცვის კვირეულს ევროკავშირის, გაერო-ს და სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები გახსნიან. კვირეული წელს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 70-ე წლისთავს ეძღვნება და მთელ მსოფლიოში აღინიშნება.

დღესვე, 18:30 საათზე მწერალთა სახლში ადამიანის უფლებების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით პლაკატების კონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოება და პანელ-დისკუსია გაიმართება.